Skip links

ორგანიზატორები

ინფორმაცია

ფორუმის შესახებ

დასაქმების ფორუმის მიზანია ერთ სივრცეში თავი მოუყაროს აჭარის რეგიონში არსებული ვაკანსიების და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციას და უზრუნველყოს სამუშაოს მაძიებლების, დამსაქმებლების, უმაღლესი და პროფესიულ სასწავლებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის ორგანიზება. დაინტერესებული პირების სწრაფი და მარტივი დაკავშირების გზით შექმნას შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების დაძლევის და მხარდაჭერის შესაძლებლობა.

ინსპირაციული საჯარო ლექცია: „წარმოჩენის ხელოვნება — როგორ იპოვო შენი ადგილი შრომის ბაზარზე“ დასაქმების ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლებს განსაკუთრებული შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ინტერაქტიულ საჯარო ლექციას, რომელსაც წარუძღვება მენეჯმენტისა და ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტი, ტრენერი ზაზა ქოიავა.

🔹 თვითმოტივაციის გაძლიერებაში
🔹 პიროვნული და პროფესიული მიზნების გაცნობიერებაში
🔹 თქვენი ღირებულებების აღმოჩენასა და ეფექტურ თვითწარმოჩენაში
🔹 პირველი, თავდაჯერებული ნაბიჯების გადადგმაში კარიერული განვითარების გზაზე

  1. შრომის ბაზრის ტრენდები და რა სურს დამსაქმებელს
    • რას ითხოვენ დამსაქმებლები დღეს? ცოდნაზე მეტი – უნარები, დამოკიდებულება, მოქნილობა
    • ახალგაზრდების შანსები და კონკურენტული უპირატესობები
  2. პიროვნული განვითარება და თვითშეფასება – „სად ვარ და სად მინდა ვიყო?“
    • ძლიერი და სუსტი მხარეების აღმოჩენა
    • რა მაბრკოლებს კარიერულ წინსვლაში?
    • თვითსჯის და შფოთვის დაძლევა
  3. წარმოჩენის ხელოვნებაროგორ ვთქვა სწორად, ვინც ვარ
    • „შენ ხარ ბრენდი“ – როგორ ვწარმოადგინოთ თავი გასაუბრებაზე და CV-ს მიღმა
    • კომუნიკაცია, თვითპოზიციონირება და მოლოდინების მართვა
  4. სამუშაოს ძიების სტრატეგია და მოქმედების გეგმა
    • სად ვეძებო? როგორ ვეძებო?
    • სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება – პირველი ნაბიჯი ცვლილებისკენ
  5. მოტივაცია და რწმენა საკუთარი თავის მიმართ
    • წარმატების მაგალითები რეალური ცხოვრებიდან
    • როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია მარცხის შემდეგ

სამუშაო მაძიებლისთვის

ეძებ სამსახურს?

გახდი ფორუმის მონაწილე

სადაც მოგეცემა შესაძლებლობა გაეცნო აჭარის რეგიონის წამყვანი კომპანიების ვაკანსიებს შენთვის საინტერესო სფეროში

უშუალოდ დამსაქმებლისგან მიიღო ინფორმაცია სამუშაო გარემოსა და პირობების შესახებ

ერთ დღეში განიხილო შენთვის მისაღები დასაქმების ყველა შესაძლო ვარიანტი

გაეცნო და დააინტერესო კომპანიის წარმომადგენელი პირისპირი გასაუბრებისას და გაზარდო დასაქმების შესაძლებლობა

გსურს დაეუფლო მოთხოვნად პროფესიას და ჯერ არ შეგირჩევია სასწავლებელი, ფორუმზე წარმოდგენილი სასწავლებლები გაგაცნობენ მათთან სწავლების უპირატესობებს, რაც დაგეხმარებათ მიმართულების სწორად არჩევაში

ჩვენს ფორუმზე, შენი რეზიუმე
შეუმჩნეველი არ დარჩება

ტრენინგები

გსურს იცოდე როგორ დააინტერესო დამსაქმებელი საკუთარი თავით?

ჩვენ ორიენტირებულები ვართ, რომ შედეგიანი იყოს ჩვენი თანამშრომლობა, ამიტომ გირჩევთ, ფორუმზე დასწრებამდე გაიროთ ჩვენს მიერ თქვენთვის დაფინანსებული ტრენინგ კურსი, რომელიც დამსაქმებელთან საკუთარი თავის ეფექტურად წარდგენაში დაგეხმარებათ

  1. CV-ს შედგენა
  • განსხვავება CV-ის და რეზიუმეს შორის
  • CV-ის მოცულობა და ძირითადი ტექნიკური სტანდარტები
  • CV-ის შინაარსი
  • CV-ის ტექნიკური მახასიათებლები
  • CV-ის საბოლოო ფორმა და გაგზავნის რჩევები
  1. სამოტივაციო წერილის შედგენა
  • სამოტივაციო წერილის მნიშვნელობა და ზოგადი დეტალები
  • საკუთარი შესაძლებლობებისა და სურვილების გაანალიზება
  • დამსაქმებლის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოძიების მნიშვნელობა
  • სამოტივაციო წერილის სტრუქტურა და შედგენის მეთოდები
  • საბოლოო გადამოწმება და ყველა დეტალის შესწორება
  1. დამსაქმებელთან გასაუბრების ტექნიკა
  • გასაუბრების ეტაპის მოკლე მიმოხილვა
  • ინფორმაციის მოძიება დამსაქმებელი კომპანიის შესახებ
  • დამსაქმებელთან მიმართებაში საკუთარი სუსტი/ძლიერი მხარეების გაანალიზება
  • წინასწარი პრაქტიკის გავლა
  • ინტერვიუს ტექნიკა
  • ინტერვიუს ტიპები
  • ინტერვიუს დროს დასმული კითხვების ტიპები
  • არავერბალური და ვერბალური კომუნიკაციის გამოყენება

ტრენინგზე დასასწრებად შეარჩიეთ სასურველი პერიოდი, გაეცანით ტრენინგის თემატიკას და გახადეთ შედეგიანი გასაუბრების პროცესი

[booked-calendar size="small"]

ფორუმზე

გსურს იცოდე როგორ დააინტერესო დამსაქმებელი საკუთარი თავით?

ჩვენ ორიენტირებულები ვართ, რომ შედეგიანი იყოს ჩვენი თანამშრომლობა, ამიტომ გირჩევთ, ფორუმზე დასწრებამდე გაიროთ ჩვენს მიერ თქვენთვის დაფინანსებული ტრენინგ კურსი, რომელიც დამსაქმებელთან საკუთარი თავის ეფექტურად წარდგენაში დაგეხმარებათ​

[booked-calendar size="small"]

ორგანიზაციებისთვის

რატომ უნდა ჩავერთო ფორუმში?

აირჩიე რომელ ორგანიზაციას წარმოადგენთ

კომპანია / დამსაქმებელი

ვერ პოულობთ გუნდის ახალ წევრებს?

ჩაერთეთ ფორუმში

მოახდინეთ თქვენი საქმიანობის პოპულარიზაცია და გაზარდეთ კომპანიისადმი მომხმარებელთა ინტერესი

დაზოგეთ დრო და ფინანსური რესურსი, გაესაუბრეთ თქვენთან მუშაობით დაინტერესებულ მოტივირებულ პირებს, შეარჩიეთ კომპანიისთვის სასურველი კადრები და გახადეთ თქვენი გუნდი უფრო ძლიერი

უშუალოდ საგანმანათლებლო პროვაიდერებისგან მიიღეთ ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ

გაეცანით დასაქმების სააგენტოს მიზნობრივი პროგრამებს და ისარგებლეთ ჩვენი სერვისებით

ჩვენს ფორუმზე, თქენი კომპანია სასურველი თანამშრომლის გარეშე არ დარჩება

საგანმანათლებლო დაწესებულებები

გსურთ გაზარდოთ თქვენი ცნობადობა?

წარუდგინეთ დაინტერესებულ პირებს თქვენი სასწავლებელი

დარეგისტრირდით ფორუმში და მიიღეთ შესაძლებლობა →

მიიღოთ ინფორმაცია უშუალოდ დამსაქმებლებისაგან მათი საჭიროებების შესახებ, საგანმანათლებლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით

მოახდინოთ თქვენს სასწავლებელში მიმდინარე და დაგეგმილი საგანამნათლებლო პროგრამების პოპულარიზაცია და პროფესიული უნარების განვითარების არსებული შესაძლებლობების შესახებ მიაწოდოთ ინფორმაცია დაინტერესებულ სამუშაოს მაძიებლებს.

განავითაროთ პარტნიორული თანამშრომლობა რეგიონში მოქმედ კომპანიებთან და გაზარდოთ დამსაქმებელთა ჩართულობა საგანმანათლებლო პროცესში

ჩვენს ფორუმზე, თქვენი სტუდენტი
უყურადღებოდ არ დარჩება

2025

ფორუმში მონაწილეობენ

FAQ

You can mix and match all the demos and templates. Every demo can be turned into one or multi-page with the shopping features.

You can mix and match all the demos and templates. Every demo can be turned into one or multi-page with the shopping features.

You can mix and match all the demos and templates. Every demo can be turned into one or multi-page with the shopping features.

ფორუმში მონაწილეობენ

[SUPER–LOGO-SHOWCASE]

[SUPER-LOGO-SHOWCASE]

ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ” დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.