• 00

    Day

  • 00

    Hour

  • 00

    Minute

  • 00

    Second

დასაქმების ფორუმი | აჭარა

დასაქმების ფორუმის მიზანია ერთ სივრცეში თავი მოუყაროს აჭარის რეგიონში არსებული ვაკანსიების და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციას და უზრუნველყოს სამუშაოს მაძიებლების, დამსაქმებლების, უმაღლესი და პროფესიულ სასწავლებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის ორგანიზება. დაინტერესებული პირების სწრაფი და მარტივი დაკავშირების გზით შექმნას შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების დაძლევის და მხარდაჭერის შესაძლებლობა.

კომპანიები

ფორუმში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები, ახალი ადამიანური ძალით თავიანთი გუნდის გაძლიერების მიზნით, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს, სხვადასხვა პროფესიისა და კვალიფიკაციის მქონე სამუშაოს მაძიებლებს მიაწოდებენ ინფორმაციას მათი საქმიანობის, სამუშაო გარემოს, არსებული ვაკანსიებისა და მოთხოვნების შესახებ.

კვირეულის განრიგი და დღის წესრიგი

დღე I  - 18 მაისი

,,შრომის ბაზარი და კარიერის დაგეგმვა’’

11:00-11:10> N55კვირეულის საზეიმო გახსნა
11:10 - 13:00 > N55პანელური დისკუსია: „ ადგილობრივი შრომის ბაზარი - ტენდენციები, გამოწვევები და შესაძლებლობები“
15:00 – 17:00 > სააქტო დარბაზი“ანდრო დგებუაძის საჯარო ლექცია: „უსაზღვრო არჩევანის ეპოქა და კარიერული დაბნეულობა

დღე II  - 19 მაისი

„კარიერული განვითარება და სახელმწიფო მხარდაჭერა“

12:00 – 13:00> N55საინფორმაციო სესია:დასაქმების ხელშემწყობი პროგრამები და კარიერული განვითარების შესაძლებლობები
16:00 – 17:00> N55ჯუნა კიტაზბას საჯარო ლექცია: „შრომითი ურთიერთობების რეგულირება და უფლებების დაცვა“
17:00 – 20:00 > N118ვორქშოპი: „პერსონალური ბრენდინგი და კარიერული თვითპრეზენტაცია“

დღე III  - 20 მაისი

„კარიერული გამოცდილება და პროფესიული ზრდა“

12:00 – 13:00> N55წარმატების ფორმულა: ბსუ-დან ბიზნესის სათავეებამდე - ღია დიალოგი „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურ დირექტორ გოჩა კამკიასთან
15:00 – 16:00> N55საინფორმაციო სესია: ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პროგრამები
17:00 – 20:00> N118ვორქშოპი: „პერსონალური ბრენდინგი და კარიერული თვითპრეზენტაცია“

დღე IV - 21 მაისი

„თვითდასაქმება, ინოვაციები და კომუნიკაცია“

12:00 – 13:00> N55საინფორმაციო სესია: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროგრამები
17:00 – 20:00> N118ინტენსიური პრაქტიკუმი: „გასაუბრების სტრატეგიები და ინტერაქტიული სიმულაცია“

04 ივნისი

„დასაქმების ფორუმი 2026“

12:00 – 13:00სააქტო დარბაზიზურაბ მხეიძის საჯარო ლექცია: „გადაწყვეტილების მიღება და კარიერული განვითარება“
13:00 – 17:00> ბსუ-ს ეზოდასაქმების ფორუმი 2026
Cropped sun
ფორლოგო draft 768x189

იყავი იქ, სადაც
შენი მომავალია

სპიკერები

A0100a85 92f0 49e5 8870 3917a7abd48f 1024x1024
დასაქმებისა და კარიერული კვირეულის ფარგლებში, გიწვევთ ანდრო დგებუაძის საჯარო ლექციაზე, სადაც თანამედროვე შრომის ბაზრის მთავარ გამოწვევებსა და გადაწყვეტილების მიღების ფსიქოლოგიურ ბარიერებზე ვისაუბრებთ:
• არჩევანის თავისუფლების გავლენა კარიერულ სტაგნაციაზე;
• პიროვნული ფილტრების ჩამოყალიბება პროფესიული იდენტიფიკაციისთვის;
• კარიერული დაბნეულობის დაძლევის მექანიზმები ცვალებად გარემოში.
BSU 0logo 277x300
Ba9b49ce 2e73 40ba 8e80 017b2d380ee2 1024x1024
გადაწყვეტილების მიღება - კარიერული წარმატების გასაღები!
როგორ დავგეგმოთ კარიერული ტრაექტორია სწორად და რა გვიშლის ხელს გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმაში?
დასაქმებისა და კარიერული კვირეულის ფარგლებში, გეპატიჟებით ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძის საჯარო ლექციაზე, რომელიც კარიერული წინსვლისთვის საჭირო ფსიქოლოგიურ ასპექტებსა და მართვის უნარებს დაეთმობა.
განსახილველი საკითხები:
• გადაწყვეტილების მიღების ალგორითმები და კარიერული ტრაექტორიის დაგეგმვა
• პასუხისმგებლობის აღება და რისკების მართვა პროფესიულ საქმიანობაში
• თვითგანვითარების სტრატეგიები შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად.
Fab97df1 6263 4908 84ed 8505eb88a0e4 1024x1024
დასაქმებისა და კარიერული კვირეულის ფარგლებში პრაქტიკული უნარების განვითარების მიზნით, გიწვევთ ლატავრა ჩუბინიძის მასტერკლასზე, რომელიც მიზნად ისახავს კანდიდატთა მომზადებას დამსაქმებლებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის.
მასტერკლასის კომპონენტები:
* პერსონალური ბრენდინგის ფორმირება შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად
* ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია თვითპრეზენტაციის პროცესში
* გასაუბრების ინტერაქტიული სიმულაციები და ტიპური შეცდომების ანალიზი.

ორგანიზატორები

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რუსთაველის / ნინოშვილის ქ. #32/35